სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვა (ს.ზ.ი.მ.) საქართველოში ______________________________________________________________________________________ ქართულიEnglish

ძიება ჩვენს საიტზე:   
 


სიახლე 

მარტი 2010

ს.ზ.ი.მ. სტრატეგიის შეთანხმებული საბოლოო პროექტი წარდგენილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინაშე


წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს, 2010 წლის 22 მარტს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შემდგომი დამტკიცების ორგანიზების მიზნით, წარედგინა "თანამშრომლობა შავი ზღვის გარემოს დაცვისათვის" პროექტის (ECBSea) მხარდაჭერით შემუშავებული "საქართველოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (ს.ზ.ი.მ.) სტრატეგიის" შეთანხმებული საბოლოო პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია უწებათაშორისი განხილვის დროს გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, დაინტერესებულ ცენტრალურ სამინისტროებსა და უწყებებს, ავტონომიური რესპუბლიკების, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით შემდგომი დამტკიცების მიზნით უწყებათაშორისი შეთანხმებისათვის ჯერ კიდევ 2009 წლის 15 ოქტომბერს წარუდგინა განსახილველად აღნიშნული დოკუმენტის პროექტი.

"საქართველოს ს.ზ.ი.მ. სტრატეგიის" საბოლოო პროექტის სამინისტროსადმი წარდგენილი ვერსია (შესაბამის განკარგულების პროექტთან და განმარტებით ბარათთან ერთად) საჯაროდაა განთავსებული ჩამოსატვირთად.

  

მარტი 2010

მრგვალი მაგიდა: შავიზღვისპირეთში დაგეგმილი პროექტები


ორჰუსის ცენტრში 2010 წლის 10 მარტს გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს შავიზღვისპირეთში დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, რომელზედაც საქართველოს ს.ზ.ი.მ. პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია ,,აჭარის შემოვლითი გზის პროექტის" (აზიის განვითარების ბანკი), "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაციის პროექტის" (Tav-URBAN Georgia) და ,,მდ. სუფსის შესართავში საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის" ("ბლექ სი პროდაქტ") მიერ გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების ანალიზით. პრეზენტაცია ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად. წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა", CENN, ICFER, "პროექტების ექსპერტიზის ცენტრი", "ორჰუსის ცენტრი", ასევე საკონსულტაციო ფირების "აკვამედია", Eng-Consult და Boskalis International BV, საინფორმაციო სააგენტო "სარკეს" წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაციის პროექტის" და "მდ. სუფსის შესართავში საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის" წარმომადგენლებს. შეხვედრის ოქმით დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით, იხ. კონტაქტი.

  

იანვარი 2010

"პეგასოს" სამუშაო შეხვედრა შავი ზღვის კომისიაში


შავი ზღვის კომისიის მუდმივმოქმედ სეკრეტარიატში, სტამბული, თურქეთი, 2010 წლის 7-8 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპის კომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ახალი პროექტის, "პეგასოს" პროექტის მენეჯერის და სამეცნიერო კოორდინატორის მონაწილეობით. შეხვედრის მიზანს შავი ზღვის კომისიის მუდმივმოქმედი სეკრეტარიატის პროექტში "პეგასო" პარტნიორად და ბენეფიციარად მონაწილეობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. აღნიშნულ პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და იგი მოემსახურება ხმელთაშუა ზღვის და შავიზღვისპირეთში მმართველობის ს.ზ.ი.მ. საფუძვლების გაძლიერებას. შეხვედრაზე სეკრეტარიატის წარმომადგენლობას (მათ შორის იყვნენ კომისიის ს.ზ.ი.მ. მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარე და საქართველოს პასუხისმგებელი პირი) ხელმძღვანელობდა სეკრეტარიატის აღმასრულებელი დირექტორი.

  

სიახლეების არქივი